17:14 | 2020-07-24 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ყაზახი ბიზნესმენის რეალური „კოვიდისტორია“ – ვინ არის ერკინ ტატიშევი და რა აკავშირებს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან

ყაზახი ბიზნესმენის რეალური „კოვიდისტორია“ – ვინ არის ერკინ ტატიშევი და რა აკავშირებს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან

სილქ როუდ ჯგუფი უცხოელი ბიზნესპარტნორების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმიანი პარტნიორი, რომელიც საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოვიდა და ბათუმის „რედისონში“ კონფერენციაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმმა“ „სილქროუდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც საჯარო წერილობით გვიპასუხეს.

 

„კომპანია სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი, ყაზახი ინვესტორი ბატონი ერკინ ტატიშევი, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ჩვენი ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ბათუმის „სილქ თაუერის“, შესახებ შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად.

 

ბატონი ტატიშევის ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ვიზიტების დაშვებას ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ რეგლამენტირებული ყველა შესაბამისი წესის და პროცედურის დაცვით, რაც გაწერილია მთავრობის დადგენილებით:

 

ფსიქოლოგიური პრობლემებისგან და სტრესისგან გათავისუფლება ფსიქოლოგის გარეშე
2020-07-24ფსიქოლოგიური პრობლემებისგან და სტრესისგან გათავისუფლება ფსიქოლოგის გარეშე

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

 

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

 

უცხოელი ვიზიტორები ჩამოფრინდნენ ჩარტერული რეისით და შესაბამისი პროცედურის თანახმად, თითოეულ მათგანს ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი (საკუთარი ხარჯებით). სანამ ტესტის შედეგები ცნობილი გახდებოდა, მთელი ჯგუფი მოთავსებული იყო საკარანტინო სივრცეში.

 

მათ სასტუმროში გადაინაცვლეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევით ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ამას გარდა, პროცედურა ითვალისწინებს თითოეული მათგანის საკუთარი სახსრებით PCR ტესტირებას ყოველ 72 საათში, რაც ასევე მკაცრად არის დაცული“.

 

მასწავლებლობის მსურველს საგამოცდო ცენტრი შეეშალა... ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები
2020-07-24მასწავლებლობის მსურველს საგამოცდო ცენტრი შეეშალა... ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები

 

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გუშინ სიუჟეტი მოამზადა „მთავარმა არხმაც“, რომელსაც კომპანიამ წერილობით უპასუხა.

 

გვსურს გამოვეხმაუროთ 23 ივლისს ტელეკომპანია მთავარზე 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს.

 

სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ყაზახ ბიზნესმენს, ერკინ ტატიშევს დაუდასტურდა.

 

სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სასტუმროს მენეჯმენტი ადასტურებს, რომ კოვიდ-19 რომლიმე ყაზახ სტუმარს დაუდასტურდა. სასტუმრო ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთ-ერთი სტუმრის მორიგმა PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამასთან, სასტუმრომ იმოქმედა და აგრძელებს მოქმედებას კოვიდ-19-ის პრევენციის ოფიციალური პროტოკოლის ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით და წამყვანის განცხადება, რომ „ბათუმის რადისონი სტუმრებისთვის სახიფათოა“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამიზნული მცდელობაა.

 

„ძალიან ცუდად არიან... ერთად ვტირით...“ - შაქარაშვილის მშობლებს გიორგის მეგობრები მარტო არ ტოვებენ 
2020-07-24„ძალიან ცუდად არიან... ერთად ვტირით...“ - შაქარაშვილის მშობლებს გიორგის მეგობრები მარტო არ ტოვებენ 

 

ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. ის ყველა მოქმედი წესის და პროტოკოლის დაცვით შემოვიდა ქვეყანაში.  აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი. როგორც აღვნიშნეთ, ერკინ ტატიშევს რამდენჯერმე ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდა.

 

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ადამიანს, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, თუ სტუმარი, დაუდასტურდება კორონავირუსი, მისი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გამოფენა და კონფიდენციალურობის დარღვევა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. ეს არის არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო მაგალითი, რომელსაც მაღალი პროფესიული სტანდარტების მედია არ დაუშვებდა.

 

 

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ერკინ ტატიშევის საქართველოში ამჯერად ჩამოსვლის შემდეგ მასსა და გიორგი რამიშვილს შორის შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა, გაუგებარია, რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც “აქტიურ კომუნიკაციაზე” საუბრობთ. შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერც ვერავინ მოგაწვდიდათ და ვერც დაგიდასტურებდათ.

 

 

სიუჟეტში გაჟღერებულია ინფორმაცია, თითქოს გიორგი რამიშვილი თბილისის სასტუმრო რადისონში ცხოვრობს, რაც ასევე სიცრუეა.

 

თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგთან მისვლა დედამ ურჩია - 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე
2020-07-24თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგთან მისვლა დედამ ურჩია - 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე

 

ასევე გაუგებარია, რატომ იხსენიებს მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი რამიშვილს ზედმეტსახელით. ეს სიუჟეტის არაეთიკურობის და დაბალი პროფესიული სტანდარტების კიდევ ერთი გამოვლინებაა.

 

საერთო ჯამში სიუჟეტი, რომელიც შეიცავს ამდენ უზუსტობას და ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევას, აღიქმება, როგორც მიზანმიმართული დეზინფორმაცია ბატონ გიორგი რამიშვილის, ჩვენი კომპანიის და სასტუმრო რადისონის რეპუტაციის შელახვის მიზნით. სრულიად გაუგებარია, რატომ აყენებს თქვენი გადაცემა დარტყმას დღესდღეობით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ  სასტუმრო ბიზნესს“, – ნათქვამია „სილქროუდ გრუპის“ განცხადებაში.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X