16:08 | 2020-07-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამოძიება თვითონაც ვერ გარკვეულა, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა – ადვოკატი დრონის კადრებზე

გამოძიება თვითონაც ვერ გარკვეულა, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა – ადვოკატი დრონის კადრებზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების ნაწილს უკვე გაეცნო. რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს ვერ გაურკვევია, დევს თუ არა საქმეში დრონის მეშვეობით გადაღებული კადრები.

 

Exclusive: ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მიაწოდეს
2020-07-23Exclusive: ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მიაწოდეს

 

„თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილები არის მოძიებული და რა ადგილებში მიმდინარეობდა ძებნა. თვითონაც ვერ გარკვეულან, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

 

მასალები სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნასაც მოიცავს. საქმეში დევს ფოტომასალაც, რომელიც იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცხედარი აღმოაჩინეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X