
რაც შეეხება გირგვლიანს და ამჟამინდელ საქმეებს, გირგვლიანის საქმეში დანაშაული ჩაიდინეს თვითონ პოლიციელებმა, თან შსს მაღალჩინოსნების პირდაპირი დაკვეთით.
ამ ხალხს მფარველობდა მთელი სახელმწიფო სისტემა – პრეზიდენტი, პარლამენტი სპეციალურად რამდენიმე კანონი იქნა მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებით , მთავრობა, სასამართლო სისტემა.
ახლა საქმე გვაქვს კრიმინალთან, ხოლო ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არის იმის თაობაზე, რომ ის ვერ ან არ იძიებს საქმეს,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილის ანა გრიგოლავას „ფეისბუქის” გვერდზე წერს.
სოციალურ ქსელში გამართული ცხარე დისკუსიისას ზურაბიშვილი აღნიშნავს, თქმა იმისა, რომ ამ საქმეების გაყალბებაში ჩართულია მთელი ხელისუფლება, არ არის სიმართლე, რადგან არ ჩანს ეს ტოტალური ჩარევა არსად. მისი თქმით, ჩანს მხოლოდ არაკვალიფიციურობა და გამოძიების ქვედა და საშუალო დონეზე რაღაცეებისთვის თავი არიდების მცდელობა.
ისი თქმით, არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდეთ პრეტენზია გამოძიებასთან და ოპოზიციური მედია გაიძახოდეს, ვინ ჰკითხავს ოჯახსო.
„გირგვლიანის საქმეში დანაშაული ჩაიდინეს თვითონ პოლიციელებმა, თან შსს მაღალჩინოსნების პირდაპირი დაკვეთით. ამ ხალხს მფარველობდა მთელი სახელმწიფო სისტემა: პრეზიდენტი, პარლამენტი (სპეციალურად რამდენიმე კანონი იქნა მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებით), მთავრობა, სასამართლო სისტემა.
ასევე სახელმწიფო იყო დანაშაულის ჩამდენი სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და სხვები მანქანაში ჩაცხრილა პოლიციამ, რობაქიძე ასევე შემოაკვდათ პოლიციელებს და მერე ტელერეპორტაჟში ეს გაასაღეს ბანდიტების ლიკვიდაციის ოპერაციად და ა.შ.
ახლა გვაქვს არსებითად სხვა შემთხვევები. არცერთი დანაშაული არაა ჩადენილი უშუალოდ პოლიციის მიერ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, ხოლო ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არის იმის თაობაზე, რომ ის ვერ ან არ იძიებს საქმეს.
თანაც, საქმის განზრახ მიჩქმალვა ჯერ ერთი არის მხოლოდ ბრალდება და არა დადასტურებული ამბავი, და გარდა ამისა, თუ მიჩქმალვის მცდელობა ხდება, ეს ხდება არა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, არამედ გაცილებით ქვევით და ეს ჯერჯერობით მხოლოდ მცდელობებია თუ არის საერთოდ.
თქმა იმისა, რომ ამ საქმეების გაყალბებაში ჩართულია მთელი ხელისუფლება, არ არის სიმართლე, რადგან არ ჩანს ეს ტოტალური ჩარევა არსად. ჩანს მხოლოდ არაკვალიფიციურობა და გამოძიების ქვედა და საშუალო დონეზე რაღაცეებისთვის თავი არიდების მცდელობა.
უფრო მეტიც, მე საერთოდ არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდეთ პრეტენზია გამოძიებასთან და ოპოზიციური მედია გაიძახოდეს, ვინ ჰკითხავს ოჯახსო. ეგეთი რამ ნაღდად არ მაგონდება.
წინა ხელისუფლების დროს ყველა გახმაურებულ საქმეში სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ წინა პლანზე და ამ ხელისუფლების დროსაც ასე იყო სარალიძის და მაჩალიკაშვილის შემთხვევებში.
ამიტომ აქ პარალელები მე მგონი არის აბსოლუტურად აცდენილი და გაუმართლებელი.ესაა რეალობა თუ გვინდა. რახან ახლა ეს ხელისუფლება არ მევასება, ტყუილი ვთქვა“? – წერს დავით ზურაბიშვილი.
























