
ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა შარლოტა ჰელენამ საქართველო დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” წყვილის ახლობელმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ბასილაშვილმა ქვეყანა 20 ივლისს დატოვა
შარლოტა და ნიკოლოზი საქართველოში რამდენიმე თვის მანძილზე იმყოფებოდნენ ერთად.
ახალგაზრდა ჩოგბურთელი, საყვარელი მამაკაცის გვერდით იმყოფებოდა იმ დროსაც, როდესაც ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
შარლოტა საქართველოში ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა და ცდილობდა სპორტული ფორმა არ დაეკარგა.

გამგზავრების წინ, შარლოტამ ინსტაგრამზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური წარწერა გაუკეთა.
“მადლობა კორონა ამ ხალხთან დროის გატარებისთვის” – წერს შარლოტა.
























