
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს, რომ მისი თანდასწრების გარეშე მანქანის ექსპერტიზა არ გაბედონ.
„რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას, ჩემი თანდასწრების გარეშე და ჩემს მიერ მოთხოვნილი პიროვნება ვინც იქნება ექსპერტი იმის თანდასწრების გარეშე, არც გაიფიქრონ და გაბედონ ექსპერტიზა ჩაატარონ ისე, თუ მე არ ვიქნები დამსწრე. როგორც კი გამოძიება მაგას ჩემს გარეშე გაბედავს და გადადგამს მაგ ნაბიჯს ჩათვალეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს, ხელისუფლებას, დაეკისრება ყველას.
მისი თქმით, ეს იქნება პირდაპირ ყველაფრისკენ მიმართული და სწორედ ავტომობილის დიაგნოსტიკაზე არის დამოკიდებული მომავალი გადაწყვეტილებები.
5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 27 ივლისი, 2020






















