
თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი პრემიერას ღია ცის ქვეშ გამართავს. სპექტაკლს „კოვიდ 19 ანუ შეზღუდვები ქართულად” მსახიობები, თეატრის წინ, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ითამაშებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, თეატრებისათვის სპეციალური რეგულაციებია დაწესებული და შესაბამისად, რეპეტიციები ფოიეში მიმდინარეობს.
სპეციალურ რეგულაციებს ყველა ემორჩილება. ფოიეში ატარებენ რეპეტიციებს, პრემიერა, კი ღია სივრცეში, საღამოს, ორი დღის განმავლობაში იქნება- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
სპექტაკლის სცენარი, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიხედვით, ნიკა რამიშვილმა სპეციალურად დაწერა. მოწვეული რეჟისორია ჯაბა გოგიძე.























