
BBC-ის ცნობით, აშშ-ში მოხალისეებზე ვაქცინას შემდეგ კვირას, ორშაბათს გამოცდიან.
45 ჯანმრთელი მოხალისე კვლევით ცენტრ Kaiser Permanente-ში გაივლის ტესტირებას.
ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ვაქცინის ტესტი, რომელიც მსოფლიოში დამზადდა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება ვაქცინა, რისი ბოლომდე დასტესტვის შემდეგ, მას კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ეს იქნება პირველი გამოცდა ადამიანებზე, რომელსაც აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი აფინანსებს.






















