
„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის 50-მდე სერვისი შევთავაზეთ მოქალაქეებს ონლაინ. მათ სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ მომსახურების ცენტრებში მოსვლა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და მინიმალისტურად, რეალურად შეამცირებს შესაძლო კორონავიურისის გავრცელებას. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „ტვ1“-ის ეთერში, გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ასევე მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული და გადაუდებელი საჭიროების გარდა არ მიმართონ მომსახურების სააგენტოს, და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს ისარგებლონ სააგენტოს სერვისით“, – განაცხადა ნინო ცაციშვილმა.






















