
იორდანიის დედაქალაქ ამანში შაურმით ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 700-ზე მეტი მოიწამლა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქტი მომხმარებლებმა ეინ-ბაშის რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეიძინეს, რომელიც შაურმას ფასდაკლებით ყიდიდა.
გარდაცვლილი 5 წლის ბავშვია. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: Prime Time






















