
ჯგუფი “ნიუტონის” დრამერი, ლევან ჯოჯო აბშილავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსის ემოციური ნაწერის ადრესატი მეუღლეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. როგორც ლევანის პოსტიდან ჩანს, ანა სარეაბილიტაციო პერიოდს წარმატებით გადის და მუსიკოსი ქმარი უზომოდ ბედნიერია.
ლევან აბშილავა: – მთავარია ჩვენი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად გვყავდეს და ცხოვრებას აზრი ქონდეს, დანარჩენზე რაზეც შეგვიძლია ვიწუწუნოთ და მითუმეტეს, ეს თითიდან გამოწოვილი, ძალით მოგონილი დეპრესია, არის სასაცილო და მეტი არაფერი.
ხდება მომენტები ცხოვრებაში, რასაც არც ერთ სულიერს არ ვუსურვებ, უცებ ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა და ყველაფერმა დაკარგა აზრი. უცებ ხვდები, რომ ის ნებისმიერი მიზანი და ოცნება არ გჭირდება მარტოს, არსებობს უფლის სასწაული, როცა მედიცინა უძლურია და ყველაფერი კარგად არის ბოლოს, აი, ეს არის ყველაზე მაგარი.
ყველაფერი მაგრად არის და იქნება. ასეა ეს. მადლობა უფალს ყველა იმ სასწაულისთვის, რომელთა შემდეგაც არანაირი უფლება არ მაქვს რამეზე ვიწუწუნო. იმაზე უფრო მაგარი რაღაცეებით გვანებივრებს და იმაზე უფრო მეტად გვწყალობს და გვაცხოვრებს, ვიდრე ვიმსახურებთ.
მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია. ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ერთადერთი და ყველაზე გენიალური შვილისთვის. სხვისი შვილი რომ ყოფილიყო, ნამდვილად ბოღმისგან გავგიჟდებოდი. მადლობა ჩემი ანიჩკასთვის. 18 წლით უკან რომ დამაბრუნა, მაინც ანიჩკას დავუკავშირევდი ცხოვრებას…

მადლობა ჩემი მეგობრებისთვის, ვინც ნამდვილად ჩემიანია ბოლომდე, ვისი იმედიც მაქვს, ვისაც ვენდობი ბოლომდე, იმ ხალხისთვისაც მადლობა, ვინც იმედები გამიცრუა, მიღალატა, გამწირა, დამიკიდა, მათმა საქციელმა კი უფრო დამანახა, როგორი არ უნდა ვიყო არასოდეს და გამხადა უფრო კარგი.
ჩვენი საყვარელი ადამიანები გვყავდეს გვერდით ჯანმრთელად და ვიყოთ ბედნიერად, რომ ცხოვრებას ჰქონდეს ფერები და აზრი!!!






















