
რუსთავში სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც თაღლითური სქემის საშუალებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თანხას სძალავდნენ.
„ინფორუსთავის“ ინფორმაციით, ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა და სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით იაღლუჯის ფერდობზე საკუთარი ავტომობილით აიყვანა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათთან ქალის ქმარი ავიდა და სამოყვარულო კამერით, მის ცოლს და მამაკაცს ვიდეო გადაუღო. ამის შემდეგ მან მამაკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
ამ ფაქტის დამალვის მიზნით, ცოლ-ქმარმა დაზარალებულის დაშანტაჟება დაიწყეს და პირველ ეტაპზე მას 15 000 დოლარი გამოსძალეს.
თანხის ხელმეორედ მოთხოვნის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ სამართალდამცველებს მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა.























