10:21 | 2020-08-02 ავტორი: ალექსი ქამადაძე

14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

14 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

პოლიციამ ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, 26 წლის დ.ი. და 58 წლის ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავა.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X