
ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ინტერესების დამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე ლავასოღლის სასწრაფოდ ექსტარადაციას გეგმავს.
კობაიძე არ გამორიცხავს, რომ ლავასოღლის საქართველოში დღესაც ჩამოიყვანონ.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მინდა ლავასოღლის ექსტრადირება მოახდინოს სასწრაფო წესით, არჩევნებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეს ყოველივე პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ. ეს ადამიანი 2 წელი და ერთი თვე იჯდა და გამოკეტილი ჰყავდათ თურქეთის სახელმწიფოში, ისე რომ მისი ექსტრადაცია არ მოხდა საქართველოში და მოხდა – ბელარუსიაში.
ისმის კითხვა, როდესაც ასე ახლოს იყო და შეეძლოთ ფეხით შემოეყვანათ, რატომ მოხდა მისი თვითმფრინავით გადაფრენა მესამე ქვეყანაში და რატომ არ მოხდა საქართველოში შემოყვანა.
ამ ყველაფერზე, ჩვენ ადვოკატები მოვახდენთ აპელირებას და გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ფაქტია მისი უფლებები ყოველდღე ირღვევა.
ფაქტია რომ გამოკეტილი ჰყავთ, აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ ბელარუსიაშიც საექსტრადაციო 40 დღიანი ვადა გავიდა, ანუ უპირობოდ უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ჩანს კვლავ დაკეტეს.
შესაძლებელია დღესაც ჩამოიყვანონ საქართველოში“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
⭕Live: ე.წ "კანონიერი ქურდის" მინდია ლავასოღლის ადვოკატი განცხადებას აკეთებს
⭕Live: ე.წ "კანონიერი ქურდის" მინდია ლავასოღლის ადვოკატი განცხადებას აკეთებს
Posted by Prime Time on ორშაბათი, 03 აგვისტო, 2020























