
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონის გახსნაზე მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
როგორც შაქარაშვილის ერთ-ერთი თანაგუნდელი, გიორგი ტალახაძე ამბობს, დღეის შემდეგ მცირედი წარმატებაც კი გიორგი შაქარაშვილის სახელს დაუკავშირდება.
„4 წელი გიორგი იყო ჩემი გუნდელი. ძალიან ბედნიერი იყო ეს 4 წელი ჩემთვის და გული მტკივა, რომ ჩემს გვერდით აღარ არის და ერთად სტადიონზე ვეღარ ვითამაშებთ.
საბურთალო ერთი დიდი ოჯახია და ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. ყოველთვის დარჩება შაქარა და ყოველთვის რასაც გავაკეთებთ, მას მივუძღვნით“,- ამბობს გიორგი ტალახაძე.






















