22:10 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

„მეორე დღეს მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ“ – რამ დააეჭვა გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„მეორე დღეს მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ“ – რამ დააეჭვა გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეები, არჩილ გაგნიძე და ნიკა ჟვანია, ვახო ჩიქოვანთან და ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად შემთხვევის მეორე დღეს მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ. ინფორმაციას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე „კურიერთან“ საუბრისას ადასტურებს.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კონფლიქტის მეორე დღეს, შემთხვევის ადგილზე მორაგბე აჩიკო გაგნიძე, თავგატეხილი ვახო ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი იმყოფებოდნენ. მეორე მორაგბე, ნიკა ჟვანია კი ადგილზე მარტო ჩავიდა.

 

მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ საქმის ფიგურანტები ადგილზე მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ. ამასთან, საქმეში ჩნდება დამატებითი ორი მანქანა, რომლითაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს გადაადგილდებოდნენ. თეთრი ფერის „მერსედესით“ იყვნენ ჩასულები არჩილ გაგნიძე, ვახო ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი, მანქანა კი მათ მეგობარს ნიკა ცერცვაძეს ეკუთვნის. ცერცვაძესთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა აჩიკო გაგნიძეს. გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით მისი ტელეფონი და ავტომობილი ამოიღო. ნიკა ცერცვაძე გამოძიებამ უკვე დაკითხა.

 

კიდევ ერთი მანქანა, რომელიც საქმეში ჩნდება „ტოიოტა ვიტსია“, რომელიც მორაგბეების მეგობარს, თემო კეტაშვილს ეკუთვნის. კეტაშვილის სატელეფონო ნომერი 19 და 20 ივნისს აჩიკო გაგნიძის ტელეფონის ამონაწერებში ჩნდება, ასევე არის ელექტრონული შეტყობინებები, სადაც კეტაშვილი და გაგნიძე გაურკვეველი ადგილიდან დაბრუნებაზე საუბრობენ.

 

„მეტჯერ აღარ გვტკიოდეს!“ - აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭმა გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი დახატა
2020-08-03„მეტჯერ აღარ გვტკიოდეს!“ - აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭმა გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი დახატა
ავტორი: Prime Time

X