18:43 | 2020-08-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“შევეცდები აღარ გავართულო, ალბათ დამირეკავს ნინო” – გოგი თოფაძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას ქვრივის განცხადების შემდეგ

“შევეცდები აღარ გავართულო, ალბათ დამირეკავს ნინო” – გოგი თოფაძის პირველი კომენტარი ზურაბ ჟვანიას ქვრივის განცხადების შემდეგ

ზურაბ ჟვანიას ქვრივმა ნინო ჟვანიამ გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიში მოუხადა. ბუსა ჟვანიამ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევანიკო თოფაძე, ორი დღის წინ, საკუთარ სახლში დანით დაჭრა, რის გამოც მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

შემთხვევა ახალგაზრდა გოგონას გამო მოხდა, რომელიც წლების მანძილზე ბუსა ჟვანიას შეყვარებული იყო და ორი თვის წინ დაშორდა.

 

ბუსა ჟვანიამ ყოფილი შეყვარებული ლევანიკო თოფაძესთან ერთად „მზესუმზირაზე“ ნახა, შემდეგ კი იმის გასარკვევად, რა უნდოდა მას თოფაძესთან, ბიზნესმენის შვილიშვილს სახლში მიაკითხა და დაჭრა.

 

„პრაიმტაიმი“ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა.

 

– ბატონო გოგი, გაეცანით ქალბატონ ნინო ჟვანიას განცხადებას, სადაც ბოდიში მოგიხადათ?

 

– მადლობა ღმერთს გადავრჩი. ნინო ჟვანიას განცხადება ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ბოდიშს თუ მიხდის კი ბატონო, კიდევ კარგი რომ ეგ თქვა.

 

როცა ის ამბავი მოხდა, ნინომ დამირეკა, ექიმთან ვიყავი იმ დროს, მოვუბოდიშე და ვუთხარი, სახლში როცა წავალ შემდეგ დამირეკე-მეთქი. კიდევ დამირეკავს ალბათ.

 

 

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ
2020-08-04მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

 

– აპირებთ დათმობაზე წასვლას ჟვანიების ოჯახთან?

 

– მორიგება როგორ მოხდება, ამაზე ელაპარაკონ მოსამართლეს. მე შევეცდები აღარ გავართულო. ჩემთვის მთავარია ბავშვი მორჩეს.

 

ახლა მითხრეს რომ ფეხი ვერ აქვს კარგად, არ მუშაობს ფეხი, ზურგიდანაც სისხლი წამოუვიდა. მე არ ვიღებ ხმას, ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება.

 

5-6 დღე აქ უნდა დარჩეს ბავშვი და შემდეგ გაირკვევა მისი გამოჯანმრთელების პროცესი როგორ წავა.

 

– კონტაქტურია ლევანიკო, ახსოვს იმ დღეს რაც მოხდა?

 

– კონტაქტურია და ცალკე წევს ახლა. როცა გადაიყვანეს ის ვინც შვილი დამიჭრა, ამის შემდეგ გადაიყვანეს ბავშვი ცალკე.

 

ის დღე ლევანიკოს ახსოვს, მითხრა რაც ახსოვდა,  რომ მოვარდა და დანით დამიმტვრიეს შვილი ეს ყველამ იცის. ცოტა თავი შევიკავოთ, გავა დრო, გამოვა ჩემი შვილი საავადმყოფოდან და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე.

 

ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა
2020-08-03ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა

 

– ის გოგონა იყო კლინიკაში ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევანიკო თოფაძე დაჭრა?

 

– მე ხან პოლიციაში ვარ, ხან საავადმყოფოში. პირველ დღეს ისიც მთელი დღე პოლიციაში იყო და მაგის მერე აღარ მიანხია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X