12:58 | 2020-08-05 ავტორი: Prime Time

შემზარავი კადრები ბეირუთიდან – საავადმყოფოები დაშავებულებს ვეღარ იტევს

შემზარავი კადრები ბეირუთიდან – საავადმყოფოები დაშავებულებს ვეღარ იტევს

ლიბანში გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა.

 

ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

 

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოები დაშავებულებს ვეღარ იტევს, რადგან სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც გადატვირთულია.

 

გთავაზობთ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.

 

ავტორი: Prime Time

X