23:54 | 2020-08-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ვმუშაობ ხელოვნურ ინტელექტზე“ – სად მუშაობს და რას საქმიანობს ბაჩანა ლობჟანიძე

„ვმუშაობ ხელოვნურ ინტელექტზე“ – სად მუშაობს და რას საქმიანობს ბაჩანა ლობჟანიძე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გუშინ ახალი მოწმის ვინაობა გახდა ცნობილი. ის 23 წლის პროგრამისტის შეყვარებულია.

 

ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, ისინი 2015 წლიდან შეყვარებულები არიან. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ უთხრა და აქვე განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილი ტასკების დასრულების შემდეგ, სამსახურიდან მოდიოდა და ერთად აპირებდნენ კონკრეტული პროექტების განხორციელებას.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას საქმიანობს თავად ბაჩანა ლობჟანიძე.

 

„მე პროგრამული უსაფრთხოების ინჟინერი ვარ, ვმუშაობ ხელოვნურ ინტელექტზე, ლოკაციის გარეშე, კალიფორმნიაში არის კომპანია „თითლბაითი“ და მათი თანამშრომელი ვარ.

 

შეგიძლია აიღო შეკვეთა და თანხის 20 პროცენტი სისტემას გადაუხადო, დანარჩენი კი შენია. ცოტა ხნის წინ, გადავწყვიტე ამ ფორმით აღარ ვიმუშავო და მთლიანი თანხა მე დამრჩეს. ასევე ვარ სპიკერი, სხვადასხვა სისტემებში.

 

ბაჩანა ლობჟანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის თამარის საქმესთან დაკავშირებით, თავადაც აწარმოებს გამოძიებას და ინსტაგრამზე იმ პირებს წერს, რომლებიც თამარის გამომწერები არიან.

 

ლობჟანიძის თქმით, ბაჩალიაშვილი და ის, ჯერჯერობით დაქორწინებას არ გეგმავდნენ, რადგან 23 წელი ამისთვის ძალიან ნაადრევი ასაკია.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X