00:18 | 2020-08-06 ავტორი: Prime Time

შემზარავი კადრები ბეირუთიდან – რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა

შემზარავი კადრები ბეირუთიდან – რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა

სოციალურ ქსელში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, აფეთქების დროს გადაღებული კადრები ვრცელდება.

 

ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ უყურებენ ბავშვები მომვლელთან ერთად აფეთქების სცენას, შემდეგ კი მათ თვალწინ სახლის ფანჯრები იმსხვრევა.

 

შეგახსენებთ, რომ ლიბანში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა, რამაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა.

 

ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

 

🔞📍 ბეირუთირას საქმიანობდა ადამიანები – აფეთქების დროს 🔥🔥🔥#Liban#Beirut

Posted by Otar Chrdileli on ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2020

ავტორი: Prime Time

X