
ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე, შარლოტა ჰელენი საკუთარ Instagram გვერდზე დაბადების დღის ფოტოებს აზიარებს.
წყვილი გერმანიაში იმყოფება და შარლოტას დაბადების დღეც მეგობრებთან ერთად აღნიშნეს.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გაუქმდა.
ორდერის გაუქმების მიუხედავად ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება კვლავ ეკრძალება.
ასევე ცნობისთვის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.
წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.























