12:24 | 2020-08-07 ავტორი: Prime Time

„დაავადება არის საკმაოდ მძიმე“ – იაშვილის კლინიკაში 10 ბავშვი ნაწლავურ ინფექციას ებრძვის

„დაავადება არის საკმაოდ მძიმე“ – იაშვილის კლინიკაში 10 ბავშვი ნაწლავურ ინფექციას ებრძვის

იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი თინათინ დავითაია აცხადებს, რომ მათ კლინიკაში ივნისიდან დღემდე 17 პაციენტი მოხვდა ემოლიზურ – ურემიული სინდრომით. ამ ეტაპზე, კლინიკაში 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი უმეტესობა აჭარიდან არის ჰოსპიტალიზებული.

 

„კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია 10 პაციენტი, მათგან 8 იმყოფება განყოფილებაში, ხოლო 2 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. 9 არის აჭარიდან, ერთი კი ახალციხიდან. დიაგნოზი არის ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომი, დიარეა ასოცირებული, რომლის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი. მერყეობა არის ჩვილებიდან – 13 წლის ასაკამდე. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს განსხვავებული, რა არის წყარო ამის შესახებ მე პასუხს ვერ გაგცემთ.

 

ნაწლავური ინფექცია იწყება მუცლის ტკივილით, გახშირებული ნაწლავთა მოქმედებით, ღებინებით, ზოგადი ინტოკსიკაციით, ცხელებით, რაც არის სპეციფიური ეს არის სისხლიანი დიარეა. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ეს კლინიკით, რაც შეეხება ჰემოლიზურ – ურემიული სინდრომს მცირდება შარდის რაოდენობა, იმატებს თირკმლის ფუნქციური სინჯები, ირღვევა ელექტოლიტური ბალანსი, ვითარდება შეშუპება, ვითარდება ანემია და თრომბოციტოპენია.

 

დაავადება არის საკმაოდ მძიმე, შეიძლება მიმდინარეობდეს მრავლობითი ორგანოების დაზიანებით, არამარტო საშარდე და სისხლადი არამედ, ნერვული სისტემის დაზიანებით. პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს თიკმლის ჩანაცვლებით თერაპია დიალიზი”- განაცხადა იაშვილის კლინიკის ექიმმა.

ავტორი: Prime Time

X