
ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები დიდ გავლენას არ მოახდენს გლობალური დათბობის პროცესზე, – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც პირს ფოსტერი ხელმძღვანელობდა ლიდსის უნივერსიტეტიდან, შეისწავლა, თუ როგორ იცვლებოდა ჰაერის დაბინძურების დონე თებერვლიდან ივნისამდე 123 ქვეყანაში. ეს ის დროა, როცა მთელ მსოფლიოში შემოიღეს შეზღუდვები გადაადგილებაზე კორონავირუსის პანდემიის გამო.
ირკვევა, რომ აპრილში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 30%-ით იყო შემცირებული, რამაც წლის დასაწყისიდან აგრილებას მცირედით შეუწყო ხელი.
„ჩვენი გათვლებით, პანდემიით გამოწვული ზომების შედეგად მიღებული ფექტი იქნება უმნიშვნელო და გაგრილება 2030 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 0,01 ± 0,005 გრადუს ცელსიუსს საბაზისო სცენართან შედარებით“ – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ თუ ეკონომიკის აღდგენა მიმართული იქნება „მწვანე მომებისკენ“ და შემცირდება საწვავის ინვესტირება, 2030 წლისთვის 0,3 გრადუსით დათბობისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.























