
ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times-ი ავრცელებს.
ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.
გამოცემის ცნობით, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.























