ავარია მოხდა თბილისში. ფანასკერტელის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ერთ-ერთ სკვერში შევარდა და 20 წლის დაეჯახა.
ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და ის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.






















