
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ექიმი თეა ივანიაძე პატარა გოგონას, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ზღაპარს უკითხავს.
ახალშობილის დედა ირი გორგილაძე ექიმებს მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალს. განსაკუთრებული მადლობა და უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების სრული კოლექტივის მიმართ.
თეა ივანიაძე თქვენ შეუდარებელი, საოცარი ექიმი და ადამიანი ბრძანდებით. მადლობა თქვენ, პროფესიონალიზმის, ყურადღებისა და იმ გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვგრძნობ და რომელიც ცოტათი მიმსუბუქებს ამ მდგომარეობას“, – წერს ირი გორგილაძე.























