10:00 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება – ამირან გამყრელიძის პასუხი

განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება – ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს კითხვას, განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება:

 

„ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია.

 

კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას.

 

ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X