
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტს გამოეხმაურა. პარტიაში განმარტეს, რომ საარჩევნო შტაბი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი, პროტოკოლის დაცვით და ყველა წესის გათვალისწინებით, ვინც იყო მასთან უშაულო შემხებლობაში ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში. დანარჩენები დადიან შეზღუდულ რეჟიმში შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს. ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, ჩვენ უარყოფითები ვართ.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს, ასეთია ერთი, თუ არ ვცდები სხვა დაცვის თანამშრომლებსაც აქვთ, ოღონდ არა არჩილ თალაკვაძის დაცვიდან, არამედ სახელმწიფო დაცვიდან,“- განაცხადა მდინარაძემ






















