
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სტალინის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ორ ქვეითს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო qartli.ge ავრცელებს.
შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.
ადგილზე სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.






















