
საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ამ დრომდე ებრძვის. ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს შემზარავ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის საცხოვრებელი სახლები ადამეს ტერიტორიაზე.
ადგილობრივები უყურებენ როგორ ნადგურდება მათი ქონება, სახლები, მანქანები და ყველაფერი, რის შექმნასა და შეძენაშიც დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული.
მდგომარეობა ამ დრომდე დრამატულად ვითარდება ხანძრის სხვა კერებშიც. არსებული ვითარება კრიტიკულია, მოსახლეობა კი სასოწარკვეთილი.






















