13:34 | 2021-11-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ელენე ხოშტარია: არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას!

ელენე ხოშტარია: არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას!

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს და მედიკამენტებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„დღეს შეიძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს არ ესმის, რომ ეს გამარჯვება მათაც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ თუ ამ ბრძოლაში არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველანი ვართ უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ!

 

რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას, მე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას.

 

თუმცა, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, მე არ ვაპირებ არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით.“ – წერს ელენ ხოშტარია.

 

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X