14:10 | 2021-06-21 ავტორი: თეონა აბესაძე

ა(ა)იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ა(ა)იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ა(ა)იპ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი სასწავლო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

 

 

„დასრულდა წინააღმდეგობებითა და ახალი გამოწვევებით სავსე სასწავლო-სააღმზრდელო წელი. საბავშვო ბაღი ჩვენი აღსაზრდელებისთვის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდ სამყაროში. გილოცავთ, ჩვენო პატარებო ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას. გისურვებთ ბევრ სიხარულს, წარმატებასა და იღბალს ცხოვრების გზაზე. მადლობას გიხდით საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, პასუხისმგებლობის გრძნობისთვის, სიყვარულისთვის ზრუნვისთვის. მადლობა ყველა მშობელს თანამშრომლობისთვის, ჩართულობისთვის, მადლიერებისთვისვიმედოვნებთ, რომ მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი იქნება უფრო საინტერესო, სახალისო, ნაყოფიერი და წარმატებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)

ავტორი: თეონა აბესაძე

X