19:26 | 2021-07-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ გაათავისუფლა დღეს ციხიდან ქალზე მოძალადე გოგი წულაია? – რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი

აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ გაათავისუფლა დღეს ციხიდან ქალზე მოძალადე გოგი წულაია? – რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიტიკოს გოგი წულაიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, მოსამართლე, რომელმაც წულაია გაათავისუფლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის დეიდაა.

 

„აბა თუ გამოიცნობთ, ვინ გაათავისუფლა დღეს ციხიდან ქალზე მოძალადე გოგი წულაია? თან იმ პირობებში, როდესაც ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობაზე როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლო კორპუსს აქვს უმკაცრესი მიდგომა? მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მონა მოსამართლის, 2006 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა მეიშვილის დეიდაა!

 

 

 

 

იმ კაცის დეიდამ გაათავისუფლა დღეს ციხიდან მოძალადე წულაია, რომელიც ყველა დროში უპირობოდ ასრულებდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მითითებებს. თუ რატომ გაათავისუფლა, დასკვნები თქვენთვის მოგვინდია… ფაქტი ერთია, ამიტომ იკლავენ თავს „ნაცები“ სასამართლოს თემაზე, რომ შეინარჩუნონ მათი მოსამართლეები სისტემაში და კიდევ უფრო გააძლიერონ ეს კლანი!“, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X