13:46 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

„აბანოში არ გადამიღონ“ – ვინ რას ამბობს და როგორ აფასებენ ფარული ჩანაწერების ახალ სკანდალს

„აბანოში არ გადამიღონ“ – ვინ რას ამბობს და როგორ აფასებენ ფარული ჩანაწერების ახალ სკანდალს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების შესაძლო მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან.

 

სუს-ის მიერ შესაძლო მიყურადებას სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ თავად მოსმენის ადრესატები – საპატრიარქოს წარმომადგენლები.

 

“საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ”,- მომხდარს ამ სიტყვებით ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლი, შალვა კეკელია გამოეხმაურა.

მამა იოანე: ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“
2021-09-15მამა იოანე: ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“

 

როგორც კეკელია განმარტავს სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი არ არის თუ მოუსმენენ.

 

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ პროცესი პოლიტიკური მიზნებითაა მართული და ფაილების გასაჯაროებით არჩევნებში ეკლესიის ფაქტორით მანიპულაციას ცდილობენ.

 

“ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი”, – წერს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

 

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჭინჭარაული ადასტურებს, რომ სუს-ის გავრცელებულ ფაილებში მასსა და მის ძმას შორის საუბარია ავთენტურია.

 

“როგორც გამოიკვეთა, უფრო სუს არ არის, უფრო არის სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებად არის გადაკეთებული”,- განაცხადა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.

 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის თქმით,  ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს.

 

“მე არაფერი მაქვს დასამალი” იმ ოპერიდანაა “ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო”…

„არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო
2021-09-15„არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო" - რუსუდან გოცირიძე

 

არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში??? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის “ცოდვებია”, რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა??

 

თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს!!!, – წერს რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ჩანაწერების გავრცელებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პირობა დადო, თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებულ ჟანდარმერიას გააუქმებს.

 

“მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კუდი იქნება, სუსი, კუდი თუ ჯანდაბა, გაუქმდება და არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ. არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელით თქვენ გერჩით და გაშანტაჟებთ”,- აცხადებს ნიკა მელია.

 

პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, სუს-ის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ხოლო პრემიერ-მინისტრმა  პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

 

ფარული ჩანაწერების ახალი სკანდალი საქართველოში - რა გამოქვეყნდა და რისი გამოქვეყნება იგეგმება
2021-09-14ფარული ჩანაწერების ახალი სკანდალი საქართველოში - რა გამოქვეყნდა და რისი გამოქვეყნება იგეგმება

“ეს ჩაწერები არ დაწყებულა დღეს, ის დაიწყო წინა პრემიერის და იმის წინა პრემიერის დროს, „ქართული ოცნება“ არის იმის მემკვიდრე და გამაძლიერებელი, რაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამის გამოძიებას, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამას მივიყვანთ ბოლომდე,”- განაცხადა ხაზარაძემ.

 

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ცინიზმია, როცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს.

 

“გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

სუს-ის მიერ შესაძლო მოსმენის ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერებმა ხელი ტრადიციულად ოპონენტებისკენ გაიშვირეს.

 

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაში “ნაციონალური მოძრაობას” ადანაშაულებს.

 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიებას რადგან ამ ეტაპზე ტყუილ-მართლის გარჩევა ძალიან ძნელი იქნება.

 

„გამოძიება დაწყებულია ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, ასე რომ დაველოდოთ. ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time

X