
აბაშის მუნიციპალიტეტში დაკარგული მამაკაცი, რომელსაც თხილნარის მიმდებარე ხელოვნურ ტბაშიც ეძებდნენ, სენაკში იპოვეს.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს” სოფელ პირველ მაისის რწმუნებულმა დაუდასტურა.
„იპოვეს ბიძაშვილებმა საღსალამათი სენაკში. გახარებულები ვართ”,-გვითხრა რწმუნებულმა.
ცნობისთვის, სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.
ხობის მკვიდრი ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული. მას სახლში ორსული ცოლი ელოდება.
ავტორი: თეა შონია
ასევე ნახეთ: თურქეთის კურორტებზე ხანძრებს მე-6 დღეა ებრძვიან























