
აბაშის პოლიციის განყოფილებაში ხობის მკვიდრი დაკარგული კაცის, ახმედ ბუსკნაძის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
სამართალდამცველებს კითხვები 40 წლამდე ახალგაზრდის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, სამუშაო ადგილზე ნაპოვნია ბუსკნაძის მობილური ტელეფონი, რომელიც სამართალდამცველებმა შეისწავლეს, თუმცა არ კონკრეტდება რა ინფორმაცია აღმოჩნდა ტელეფონში. დაკარგულს ორსული მეუღლე ჰყავს, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ხობელი ახალგაზრდა კაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ავტორი: თეა შონია






















