
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ საკარანტინე ზონაში ერთი პირი მოათავსეს. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საფრანგეთიდან დაბრუნდა.
„გამთენიისას შემოიყვანეს ერთი პირი. ის საქართველოს მოქალაქეა. თავს კარგად გრძნობს ყველა“, – გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეს ხვალ სამი პირი დატოვებს, რომლებსაც იზოლაციაში ყოფნის ორკვირიანი ვადა ამოეწურათ.
ამ ეტაპზე, აბასთუმანში, იზოლაციაში 16 პირი იმყოფება.
ავტორი: რუსკა გვარამაძე






















