11:32 | 2020-06-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება

აბასთუმნის ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოები განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

„ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.

 

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა.

 

 

„2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში
2020-06-14„2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში" - ივლიტა ჯიბუტის მამა

 

ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

 

 

ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდაhttps://bit.ly/3cZbehU

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on შაბათი, 13 ივნისი, 2020

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X