17:45 | 2021-10-25 ავტორი: Prime Time

აბასთუმნის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეში ინტერპოლი ჩაერთო – რატომ დაკითხეს ჯეირან „ხონსკის“ ბიძაშვილი

აბასთუმნის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეში ინტერპოლი ჩაერთო – რატომ დაკითხეს ჯეირან „ხონსკის“ ბიძაშვილი

აბასთუმნის ტყეში  23 აპრილს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საძიებო სამუშაოებში ინტერპოლი ჩაერთო. 37 წლის დავით ბაღდოშვილის პირადი მონაცემები უკვე აიტვირთა ინტეპოლის ცენტრალური ბიუროს ბაზაში. დღეიდან ბაღდოშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა ცხადდება.

 

დავით ბაღდოშვილი ძმასთან, შალვა ბაღდოშვილთან ერთად ბრალდებულია აბასთუმანში 34 წლის ბიზნესმენის, დავით მელიქიძის განზრახ მკვლელობაში.

 

2021-10-25"დიდი ვიყავი და ვშიშობდი, რა ხდება ჩემს თავს, რატომ არ მეწყება-მეთქი" - რა სტრესს იხსენებს რუსკა მაყაშვილი "The Talk შოუში"

 

მელიქიძის კუთვნილი კომპანია აბასთუმანში გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. გამოძიების ინფორმაციით, პროექტში საკუთარი ინტერესები ჰქონდა ძმები ბაღდოშვილების მხარეს.

 

„იმუქრებოდნენ, აბასთუმნის ტყეში არავის შევუშვებთო. ერთ დღესაც დათოს გამოუცხადეს, შენ აქ არავინ ხარო, არადა ხელშეკრულება ოფიციალურად იყო გაფორმებული“, – ყვებიან პროექტზე დასაქმებულები.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიძის მკვლელობის საქმეში ფიგუირირებს გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ჯეირან კინწურაშვილის, იგივე ჯეირან „ხონსკის“ სახელი. გამოძიებამ დაკითხა, „ხონსკის“ ბიძაშვილი დავით კინწურაშვილი, რომელიც აბასთუმნის ამ პროექტში იყო დასაქმებული. რა ჩვენება მისცა დავით კინწურაშვილმა გამოძიებას უცნობია, თუმცა დადასტურებული ცნობით, ის მკვლელობაში ბრალდებული ძმების პოზიციას ამყარებს.

 

ნახეთ მსგავსი მასალა: „ხონსკი“ და „კუსა“ – თბილისის სასამართლომ გავლენიან „კანონიერ ქურდებს“ 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

 

ჰქონდა თუ არა „კანონიერ ქურდ“ ჯეირან კინწურაშვილს რაიმე ფორმით შეხება ბიზნესმენის მკვლელობასთან? ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ მის ადვოკატს, ხათუნა ხურცილავას მიმართა.

 

ბათუმში მოზარდ გოგოს თანატოლებმა სცემეს, ვიდეო გადაუღეს და „ტიკ-ტოკზე“ ატვირთეს  
2021-10-25ბათუმში მოზარდ გოგოს თანატოლებმა სცემეს, ვიდეო გადაუღეს და „ტიკ-ტოკზე“ ატვირთეს  

 

„საქართველოში ჯეირან კინწურაშვილს არავისთან აქვს შეხება დედის და მეუღლის გარდა. რაც შეეხება მკვლელობის შეკვეთას, მერწმუნეთ, ჯეირან კინწურაშვილი არათუ ადამიანის, ცხოველის მოკვლასაც კი არავის არასდროს შეუკვეთავს.

 

მას შეგნებულად უგორებენ ჭორებს. ამ კამპანიის უკან დგას კონკრეტული პიროვნება, რომელსაც მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნებართვის გარეშე ვერ დავასახელებ“, – ამბობს ხათუნა ხურცილავა.

 

კითხვაზე – უკავშირებს თუ არა ამ კამპანიას ე.წ. ქურდულ სამყაროში არსებულ დაპირისპირებას, ადვოკატი ამბობს, რომ ჯეირან კინწურაშვილის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელების უკან დიდი ალბათობით სწორედ მასთან დაპირისპირებული მხარე დგას.

 

მოიაზრება თუ არა ამ დაპირისპირების სათავეში „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“, რომელთანაც ჯეირან კინწურაშვილს ფიზიკური დაპირისპირებაც კი ჰქონდა, ხათუნა ხუირცილავა პასუხობს:

„არა, ეს კამპანია არ მოდის ლავას ოღლისგან. ამჟამად, მათ აქვთ საუკეთესო ურთიერთობა, ძალიან კარგი მეგობრები არიან და ყოველდღიურად ურთიერთობენ“, – ამბობს ადვოკატი.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X