16:20 | 2020-06-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აბიტურიენტები გამოცდებზე საკუთარი კალმებით უნდა მივიდნენ

აბიტურიენტები გამოცდებზე საკუთარი კალმებით უნდა მივიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები საკუთარი კალმებით უნდა მივიდნენ.

 

კალამი უნდა იყოს გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

 

„თუ კალამი არ ექნებათ, კალამს დაახვედრებენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია
2020-06-09ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია

 

მაქსიმალურად შეზღუდული იქნება ნებისმიერი სხვა ნივთების შეტანა საგამოცდო სივრცეში, ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, ეს გაითვალისწინონ“, – ამბობს იმნაძე.

 

მისივე განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე გამომცდელებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.

 

„ყველა გამომცდელმა, პერსონალმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი, ამავე დროს გათვალისწინებულია, რომ ნიღბები არის ძალიან ბევრნაირი, ამიტომ გამომცდელს შეუძლია, თავისი ნიღბით მივიდეს, არ არის პრობლემა, იქაც დაახვედრებენ ნიღაბს“, – აცხადებს იმნაძე.

 

ცნობისთვის: ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება.

 

სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X