
აბიტურიენტს მათემატიკის გამოცდაზე გასვლა საკუთარ დაბადების დღეზე მოუწია. გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა სიურპრიზი მოუწყვეს. ისინი იუბილარს ტორტით და სიმღებრებით დახვდნენ.
სანდრო ბიკაშვილს ყველა იუბილეს და გამოცდების დამთავრებას ულოცავდა.
როგორც Edu.aris.ge წერს, იდეა სანდროს ერთ-ერთი მეგობრის დედას ეკუთვნის.
სანდროს გარეთ ქართულის პედაგოგიც ელოდებოდა
სანდრო ოქროს მედალოსანია. იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე აბარებს და იმედოვნებს, რომ 100 პროცენტიან გრანტსაც აიღებს.






















