10:50 | 2021-12-13 ავტორი: Prime Time

აბსურდია – მარგველაშვილმა უპასუხა კითხვას, შეიწყალებდა თუ არა სააკაშვილს

აბსურდია – მარგველაშვილმა უპასუხა კითხვას, შეიწყალებდა თუ არა სააკაშვილს

პიჯაკებზეც ვთქვი, რომ აბსურდია და შეწყალებაზეც ვთქვი, რომ აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„არა მგონია… მე ხომ არ შემიწყალებია მიშა, მიუხედავად იმისა, რომ ის საქმეები, რომლებზეც მიშას ასამართლებდნენ, ვთქვი, რომ აბსურდია-მეთქი. პიჯაკებზეც ვთქვი, რომ აბსურდია და შეწყალებაზეც ვთქვი, რომ აბსურდია. ვითარება შეიცვალა, მიშა არ იყო ციხეში და არ იყო მოშიმშილე, თუმცა ეს შიმშილიც და აქ ყოფნაც მისი პოლიტიკური გზა არის.

 

ჩემ მიერ მისი შეწყალება, პრეზიდენტი რომ ვიყო, მიმაჩნია არაადეკვატურ ჩარევად იმ პროცესში, რომელიც ამ კაცმა თვითონ აირჩია და რომელსაც გადის”, – განაცხადა მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

 

დაგაინტერესებთ: ჯვრისწერა გარდაცვალების შემდეგ – ამირან გამყრელიძე იხსენებს, როგორ შეეწირა მისი შვილი ავარიას საცოლესთან ერთად

 

 

ავტორი: Prime Time

X