14:29 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

facebook-ი აღარ გაჩვენებთ თუ ვინ ნახა თქვენი „სთორი“ – მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ

facebook-ი აღარ გაჩვენებთ თუ ვინ ნახა თქვენი „სთორი“ – მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ

„ფეისბუქის“ ექსპერიმენტი – „სთორების“ მნახველების მონაცემების ნახვა შესაძლებელი აღარ იქნება.

 

facebook-ი ამოწმებს ახალ პროცედურას, რის შედეგადაც დღის „სთორების“ მნახველების იდენტიფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი კომენტარს გააკეთებენ ან რეაქციას დატოვებენ.

 

როგორც ამ ფოტოსქრინშია მოცემული, რომელსაც facebook მომხმარებელი – ელოდი ფლენი აქვეყნებს, facebook-ის ზოგიერთი მომხმარებელი ვეღარ მიიღებს სთორის მნახველების სრულ ჩამონათვალს.

 

ტალღების თვლას აზრი აღარ აქვს... არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი - დავით სერგენკო
2021-10-26ტალღების თვლას აზრი აღარ აქვს... არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი - დავით სერგენკო

 

თუმცა არსებობს ხერხი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ თქვენი სთორების მხოლოდ მეგობრებისთვის გაზიარება, რითიც თავიდან აიცილებთ თვალთვალს უცხო ადამიანებისგან.

 

ამისთვის არსებობს სპეციალური სთორის ღილაკი „friends only“. რატომ ცდილობს ფეისბუქი ცვლილების განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია.

 

facebook-ი ცდილობს ხალხს პოტენციური შფოთვა თავიდან აარიდოს და წინასწარ უგზავნის გაფრთხილებებს მომავალ ცვლილებაზე.

 

წყარო: socialmediatoday.

 

ასევე ნახეთ: ექსპერიმენტი – არის თუ არა განსხვავება ქალისა და კაცის ღალატს შორის

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X