18:28 | 2021-05-10 ავტორი: Prime Time

აჩი და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან

აჩი და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან

ხვალ, 11 მაისს 13:30 საათზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში აჩი და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველო სულ უფრო აფართოებს COVID-19-ის ვაქცინაციას.

 

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა ჩინური წარმოების ,,სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა.

 

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

 

ავტორი: Prime Time

X