08:15 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა

ადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკელი კონგერსმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.

 

„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა არჩილ თალაკვაძესთან საქართველოზე, მათ ბრძოლაზე „კოვიდ- 19-ის“ წინააღმდეგ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით.

ჩვენი მეგობრობა და კავშირი ძლიერია, როგორც ყოველთვის“, – წერს კონგრესმენი.

 

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X