15:21 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ – გიორგი კეკელიძე

ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ – გიორგი კეკელიძე

ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ. მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე ორი კვირა, – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე.

 

ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ.

 

მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში. ევროპა და ამერიკა წალეკა კორონავირუსმა, მთელი თაობა შეიწირა!

 

საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის, ამას გადაურჩეს: ტალღები იქნება – ძალიან მალე! მაგრამ ცუნამს უნდა გადავურჩეთ! თავისუფლების, ხეტიალის, ადამიანების სიყვარულში მე არ გეჯიბრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც თქვენ შემეჯიბრებით.

 

ძალიან, ძალიან გთხოვთ, თბილისსა თუ თბილისს გარეთ – ან სახლში დარჩით ან დისტანცია დაიცავით. ქარავანი დაძრულია და თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!“- წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.

 

გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები…

Gepostet von გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze am Sonntag, 29. März 2020

ავტორი: Prime Time

X