19:06 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

ადამიანები ლოცულობენ, ჩვენს ხელში არ მოხვდნენ – ბიძინა კულუმბეგოვი

ადამიანები ლოცულობენ, ჩვენს ხელში არ მოხვდნენ – ბიძინა კულუმბეგოვი

ახლა დროა ერთმანეთს დავეხმაროთ, ადამიანებში ნიჰილიზმს ნუ ჩამოვაგდებთ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა `პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც მოუწოდა კოლეგა ექიმებს შეინარჩუნონ ერთიანობა და მათი დაპირისპირების გამო ნუ გააჩენენ საზოგადოებაში უიმედობის განცდას.

 

`ახლა დროა ერთმანეთს დავეხმაროთ, ადამიანებში ნიჰილიზმს ნუ ჩამოვაგდებთ, რადგან როცა ჩვენ ერთმანეთს ვლანძღავთ და ერთმანეთს რაღაცეებს ვუწოდებთ, ასე ვთქვათ ერთმანეთს არ ვინდობთ – ეს ადამიანებზე აისახება. მათ უჩნდებათ უიმედობის განცდა. ფიქრობენ ამათ ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ რა წამალია უკეთესი და რომელი მიდგომაა უკეთესი. ადამიანები ლოცულობენ, რომ ჩვენს ხელში არ მოხვდნენ”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ავტორი: Prime Time

X