
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ადამიანები სახლში არიან, ყველაფერი ჩაკეტილია, თუმცა მაინც იღუპებიან.
ადამიანები სხვა გზითაც იღუპებიან. ყველაფერი ჩაკეტილია, სახლში ხართ გამოკეტილი და გადაადგილების უფლება არ გაქვთ.
იხალხი ამის გამოც კვდება. შეხედეთ ნარკომანიას, სუიციდს – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ადამიანებს სურთ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
„მათ უკან დაბრუნება სურთ, მათ ჩვენი ქვეყნის გახსნა სურთ. მე ჩვენი ქვეყნის გახსნა მსურს, მე მისი უსაფრთხოდ გახსნა მსურს,“- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 81,795-ია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 1,385,834-ია.






















