
ადამიანების 8% კორონავირუსით დაინფიცირებულია, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ – ნათქვამია ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
გამოცემა, THE BRUSSELS TIMES წერს, რომ მკვლევარებმა კორონავირუსის მატარებელი უსიმპტომო ადამიანების რაოდენობა განსაზღვრეს.
ამ კვლევით დამტკიცდა ჩვენი მოსაზრება, რომ ადამიანები რესპირატორული ვირუსით ინფიცირებულნი არიან, თუმცა ამას ვერც აცნობიერებენ. ისინი დადიან ქუჩაში, აქვთ სხვა პრობლემები და არანაირ სიმპტომს კორონავირუსით ინფიცირებისას არ ავლენენ
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 680,681 დადასტურებული შემთხვევაა.






















