14:58 | 2020-05-18 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ადამიანებმა ეს ახლა გამოსცადეს, ჩვენ მთელი ცხოვრება სახლში ვართ – ტრანსგენდერი ქალი

ადამიანებმა ეს ახლა გამოსცადეს, ჩვენ მთელი ცხოვრება სახლში ვართ – ტრანსგენდერი ქალი

ტრანსგენდერი ქალი მირანდა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, აცხადებს, რომ ლგბტ პირები მუდმივად ჩაგვრას განიცდიან.

 

„პანდემიის გამო კარანტინი გამოცხადდა. მოითხოვდნენ, რომ 9 საათის შემდეგ, გარეთ არავინ გასულიყო. ტრანსგენდერებს კი, არ აქვთ იმის საშუალება, რომ თუნდაც ბინის ქირის ფული გადაიხადონ.

 

ადამიანებმა პანდემია გამოსცადეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩვენ მთელი ცხოვრება სახლში ვართ. ჩვენც ვართ ადამიანები, ჩვენც განვიცდით და მე ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი უფლებების დაცვა”, – აცხადებს მირანდა.

 

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. რასთანაც დაკავშირებით, TBILISI PRIDE-ი ონლაინ პრესკონფერენციებს მართავს.

 

 

17 მაისი ონლაინ

თვალი მიადევნეთ 17 მაისის ონლაინ დემონსტრაციას.პანდემია დასრულდება, ჰომოფობიაც! 🌈🌈

Gepostet von Tbilisi Pride am Sonntag, 17. Mai 2020

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X