
„შლეგი, აგრესიული და ამორალური საზოგადოება, ქმნის წყვდიადს და იძულებულს გხდის, შენც გაცხოვროს ამ სიბნელეში. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რატომ დადის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში! რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?! – ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს.
ის შაქარაშვილების ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ასევე წერს, რომ საქმის გამოძიებას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს.
„მაინტერესებს, რაში შეეშალათ ხელი ოჯახის დუმილით? როგორც უნდოდათ, ისე აგორავეს ეს საქმე და რაც უნდოთ და როგორც აწყობდათ, ის გაასაღეს ფაქტები, ბოლოს კი დაიბრალეს, რომ არა ჩვენ, ეს საქმე არ გაიხსნებოდაო. აი, ამ მოდელირებული დღის წესრიგით ვიცხოვრეთ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, თუმცა, გუშინდელი დღე, იყო იმედისმომცემი. ვნახეთ, რომ ოჯახის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, გაამართლა, გიორგის ბიძამ, ფეხდაფეხ სდია გამოძიებას, ყველა ძაფი, რომელიც მომხდარ დანაშაულთან მიიყვანდა, ხელიდან არ გაუშვია.
მადლობა ამ რთული დღეებისთვის ბ. მირიანს, შეიძლება ითქვას, რომ დიდია მისი წვლილი ამ ბუნდოვანი საქმის გახსნაში“, – წერს ჭკადუა.
ცნობისთვის, ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ დაახრჩვეს – შაქარაშვილის ბიძა























